Choose language

Forgot your password?

Need a Spoofbox account? Create one for FREE!

No subscription or hidden extras

Login


ლოცვა ავთანდილისა ილოცავს, იტყვის: "მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო! ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა, ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა! ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე" . რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, თუცა ვამნი ადიადნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლნი ღვარნა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რადმცა გაიხარნა!


Shota Rustaveli


#love #phylosophy #friendship



Quote by Shota Rustaveli

Read through all quotes from Shota Rustaveli



About Shota Rustaveli





Did you know about Shota Rustaveli?

back to top